,, თამბაქო XXI საუკუნის სენი’’
თამბაქო XXI საუკუნის სენია, სტატისტიკურიბ კვლევებზე დაყრდნობით, მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარება 6 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს; თუ სათანადო ზომები არ გატარდა, 2030 წლისათვის ამ რიცხვმა შესაძლებე- ლია 8 მილიონს მიაღწიოს; მათ შორის 80 % დაბალი და საშუალო განვითარების ქვე- ყნებზე მო-დის. პროექტის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარი- ზაცია, ბავშვებში თამბა-ქოს მოხმარების პრევენცია, დავიცვათ პასიური მწეველები (არამწეველები) თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან. ამ პროექტის არსებობა დღეს ძალიან აქტუ-ალური და საჭიროა. პროექტში მონაწილე მოსწავლე- ები შესძლებენ თანატოლების და უფროსი მეგობრების სრულად ინფორმირებას თა- მბაქოს მავნებლობის შესახებ, რათა არასდროს გაუჩნდეთ სურვილი თამბაქოს მოხმა- რების. თანატოლებს ერთმანე-თის დარწმუნება ხომ ყველაზე კარგად ეხერხებათ. ,,უარი თამბაქოს, ნიშნავს - თანხმობა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს’’. ამგვარი პროექტები მოსწავლეებში განავითარებს ,ისეთ მაღალ სააზროვნო უნარებს როგო- რიცაა: მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება, შემოქმედებითი აზროვნება ,თანა- მშრომლობა, კრიტიკული აზროვნება. მიზანი: ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია - გზა ჯანმრთელობისკენ! მოსწავლე ახალგაზრდობის საჭიროებიდან გამომდინარე, თამბაქოს მოხმარებაზე ინფორმირებულობის დონის
ამაღლება. ნამუშევრების შექმნა და საჯარო სივრცეში გამოფენა.
მოსწავლეთა ნამუშევრები
მოზრდილების 90 % თამბაქოსა და მისი ნაწარმის მოხმარებას ბავშვობის ასაკიდან იწყებს.
თამბაქოს ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, ნიკოტინს ადამიანი ისევე ეჩვევა, როგორც კოკაინს ან ჰეროინს. დროთა განმავლობაში ადამიანის ორგანიზმი ნიკოტინზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება. მრავალრიცხოვანმა კვლევებმა ცხადყო, რომ მწეველი ახალგაზრდები მიდრეკილნი არიან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისკენაც. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, აქვთ თუ არა თქვენს ბავშვებს ინფორმაცია თამბაქოს მოხმარების მავნებლობაზე.
მშობლებმა შვილებს უნდა მიაწოდონ სწორი ინფორმაცია მწეველობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, რათა დაიცვან ისინი ამ მავნე ჩვევისაგან. მშობლები ბავშვებს თამბაქოს მოხმარების მავნებლობაზე მათი ასაკის შესაფერისად და გასაგებად უნდა ესაუბრონ, დააკავოთ ისინი ცხოვრების აქტიური წესით, სპორტით, რათა დრო არ დარჩეთ აყვნენ თანატოლების მავნე ჩვევებს.
- აუხსენით ბავშვებს სიგარეტის რეკლამების მოჩვენებითი მომხიბვლელობის შესახებ
- გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა დაასწროთ თქვენი შვილები თამბაქოსაგან თავისუფალ ღონისძიებებს
- მწეველობის მავნებლობასა და არაპრესტიჟულობაზე ბავშვებს უნდა ესაუბროს ორივე მშობელი (მწეველობის მიუხედავად)
ყველაზე კარგია მშობელი არ ეწეოდეს ან დღეიდან თქვას უარი თამბაქოს მოხმარებაზე. უთხარით თქვენს შვილებს მხოლოდ სიმართლე!
No comments:
Post a Comment