სიბერისკენ მიმავალ
გზაზე.......
მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ მოხუცებზე ზრუნვა, დახმარება და სიყვარული, რადგან გარკვეული დროის შემდეგ სიბერე ყველასთან ჩამოდგება. ჩვენც დაგვჭირდება მზრუნველი ადამიანები და თბილი გარემო.
გახსოვდეს! ერთადერთი გზა, გაექცე სიბერეს , სიკვდილია. დღეს დღეობით ახალგაზრდებში ის ტენდენციაა დამკვიდრებული, რომ სიბერე ავადმყოფობაა, ხოლო მოხუცი ადამიანი ავადმყოფი. ძალიან ხშირად გამიგონია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხუცი ადამიანის ჩასვლის დროს შემდეგი კომენტარები : „ რაღას დადის, სახლში ვერ გაჩერდება?“ „ კიდევ დიდხანს იწვალებს ?“ „ ამის ცხოვრებას რა აზრი აქვს“ და კიდევ მრავალი სხვა. ალბათ ხშირად ვყოფილვართ შემსწრე როცა მოხუცი ფეხზე დგას , ხოლო იქვე ა კომფორტულად სკამზე ახალგაზრდა ზის და სრულებით ვერ ამჩნევს, რომ მოხუცს ფეხზე დგომა უჭირს . ესეთი ფაქტები სამწუხაროდ ძალიან ხშირია, რაც იმის მანიშნებელია, რომ პატივისცემის და ზრდილობის გრძნობას ნელ-ნელა ვკარგავთ. ის ღირსებები კი , რომლებიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა ჩვენი წინაპრებისგან, ფეხქვეშ ითელება. ჩვენ გვავიწყდება ერთი ძალიან მარტივი რამ, ჩვენც დავბერდებით. ჩვენც გავხდებით დროის წინაშე უძლურნი, ჩვენც დაგვაკლდება თვალს, გაგვიჭირდება სიარული, დროთა განმავლობაში დაგვიქვეითდება მხედველობა, დავკარგავთ ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს და მოგვნატრება განვლილი წლები, როდესაც მხიარულები და ბედნიერები ვიყავით. სიბერე ცხოვრების ბოლო ეტაპია, ეტაპი როდესაც შენს ცხოვრებას სულ სხვა თვალით უწყებ ყურებას. აფასებ განვლილ წლებს და მოგონებების ზღვაში იძირები. სიბერე დიდი საჩუქარია. მიუხედავათ იმისა, რომ ჯანმრთელობა ნელ-ნელა უარესდება, მას მაინც აქვს თავისი ხიბლი, თავისი დადებითი მხარეები. ჰერმან ჰესეს თავის ესეში „სიბერე“ დაწერილი აქვს შემდეგი სიტყვები : „ იყო მოხუცი - ისეთივე შესანიშნავი და აუცილებელი ამოცანაა, როგორც იყო ახალგაზრდა, ისწავლო კვდებოდე (სიკვდილი) და სიკვდილი ისეთივე საპატიო ფუნქციაა, როგორც სხვა ნებისმიერი, იმ პირობით, თუ ეს სრულდება ყოველგვარი სიცოცხლის აზრისა და სიწმინდის წინაშე მოწიწებით და კრძალვით“. ეს სრული ჭეშმარიტებაა, რომელსაც ვერსად გავექცევით. რა არის ცუდი იმაში, როდესაც ჭაღარა შერეული, სახლში ბუხართან ზიხარ, სვავ ჩაის და შვილიშვილებს შენი ცხოვრების ისტორიებს უყვები და შენი გამოცდილების ხარჯზე რჩევებს აძლევ მათ. ყველა ადამიანს თავისი ვალდებულება და ტვირთი აქვს ცხოვრების ამ პატარა ეტაპზე. რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, მით უფრო აწუხებს მას ფიქრი იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. თინეიჯერობის ასაკის გავლასთან ერთად ადამიანიც დაღვინებას იწყებს. შორდება ყოველგვარი უაზრო ფიქრები და ნამდვილი ცხოვრების სახესაც თვალს უსწორებს. ეს ყველაფერი გადადის საშუალო ასაკის ეტაპზე, როდესაც შენი მთავარი საზრუნავი და საფიქრალი შვილები ხდება. ამ ყველაფერს კი პენსიაზე გასვა და თმაში ჭაღარის მომატება მოსდევს, რაც იმის მანიშნებელია, რომ შენ ბერდები. ეს ის დროა , როცა უბრალოდ უნდა დაჯდე და დატკბე განვლილი ცხოვრების მოგონებებით. ფოტოებით , რომლებზეც მეგობრებთან ერთად ხარ აღბეჭდილი და რომელთა უმრავლესობაც აღარ არის ამ ქვეყნად. ის ცრემლის წვეთი კი , რომელიც ამ მოგონებების დროს ჩამოგივარდება წამწამებიდან, ძალიან ძვირფასი და სათუთია.
მოსწავლეებს ჩამოუყალიბოთ
მოქალაქეობრივი სულისკვეთება, ემპათიის გრძნობა და გავუღვივოთ სოციალური უნარ-ჩვევები. ჩავუნერგოთ
ხანდაზმული ადამიანების სიყვარულის, პატივისცემის და თანადგომის უნარი. ურთიერთობები უნდა იყოს ნამდვილი გულიდან წამოსული
და არა მოჩვენებითი. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ გავა წლები და ჩვენც დავბერდებით, თანადგომა სიბერეში ჩვენც დაგვჭირდება. მომავალში კვლავ დავგეგმეთ სოფელში
მცხოვრებ მარტოხელა მოხუცების
და არამარტო მარტოხელა მოხუცების თანადგომა
და დახმარება.
ერთი ლუკმა პურისთვის.....
მოხუცს თბილი ბინა და მზრუნველობა სჭირდება!
ერთი ლუკმა პურისთვის.....
მოხუცს თბილი ბინა და მზრუნველობა სჭირდება!
,,ალბათ ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, სიბერე უკანასკნელი სადგურია. გინდა თუ არა ბოლოს და ბოლოს, შენც ამ სადგურზე ჩახვიდე უნდა !"
No comments:
Post a Comment