პოსტერების კომიქსები ,,არა ბულინგს“
ბულინგი არის ძალადობის გამომხატველი ერთ-ერთი მძიმე ფორმა. დღეს, 21-ე საუკუნეში მწვავედ დგას ბულინგის პრობლემა. ამ პრობლემას ვაწყდებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლაში, სამსახურში, ქუჩაში... ბულინგის შემთხვევები იმაზე მასშტაბურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, რადგან მჩაგვრელი ხშირად ფარულად აყენებს დარტყმას სამიზნეს ისე, რომ უცხოსთვის ის ძნელად შესამჩნევია.
შენიღბული ბულინგის გარდა, გამოყოფენ: ფიზიკურ, ვერბალურ და
კიბერბულინგს. რომელს იყენებს მჩაგვრელი ყველაზე ხშირად მსხვერპლის წინააღმდეგ ამის
გაგება საკმაოდ რთულია,რადგან ხშირ
შემთხვევაში მჩაგვრელი ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ
მაქსიმალური ზიანი მიაყენოს
სამიზნეს.თანამედროვე საზოგადოებაში ბულინგის და ძალადობის ბევრი სახეობა დამკვიდრდა, როგორებიცაა:
- კიბერბულინგი;
- სატელევიზიო
ბულინგი;
- ჯგუფური ძალადობა
- სექსუალური ბულინგი;
- ემოციური ბულინგი;
- სიტყვიერი ბულინგი;
· ფიზიკური ბულინგი
რა იწვევს მოზარდებში ჩაგვრის სურვილს?
-ჩაგვრის სურვილს მოზარდებში რამოდენიმე ფაქტორი იწვევს, ეს არის: მოზარდი თავად ყოფილა ბულინგის მსხვერპლი, პრობლემები ოჯახში, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა (ამის მიზეზი ძალიან ხშირად ვირტუალურ სამყაროში ცხოვრებაა), ძალის დემონსტრირება ან სისუსტის ამ მეთოდით გადაფარვა.
ამ პრობლემის გადაჭრაში უდიდესი და მეტიც, მთავარი როლი აკისრია საზოგადოებას. თუკი ჩვენ არ ვიქნებით გულგრილნი ძალადობის მიმართ, თუკი არ
გავიმეორებთ ფრაზებს ,,ჩემი საქმე არ არის! მე არ მეხება!’’, თუკი მოვიხდით ჩვენ მოქალაქეობრივ ვალდებულებას და აღვკვეთავთ ყოველგვარი ძალადობის გამომხატველ ქმედებას, მაშინ ყველფერი დალაგდება. ასეთი ფაქტის დროს უმოქმედობა და მეტიც ,,დაჩაგრულის’’დაცინვა იმას ნიშნავს, რომ შენც ისეთივე დამნაშავე ხარ ამ ადამიანის წინაშე, როგორც უშუალოდ მჩაგვრელი ,ყოველი ადამიანი დამნაშავეა იმ სიკეთის გამო,
რომელიც მან არ გააკეთა’’(ვოლტერი). მოძლადეებს უნდა განუვითაროთ
ემპათიის გრძნობა, აი რა არის ყველაზე მთავარი.
ბულინგის
მსხვერპლებს კი ვუთხრათ, რომ იყავით ძლიერები, ნუ შეგეშინდებათ პრობლემის ღიად გამოთქმა და გახსოვდეთ, რომ ჩვენ თქვენთან ვართ!
,,მოექეცი სხვებს ისე,
როგორც გინდა,
რომ შენ მოგეგცნენ“ . ეს არის
ჭეშმარიტი სიბრძნე, რომელიც დრომ ვერ გაცვითა და აქტუალურია დღესაც.
მეცხრე კლასის მოსწავლეები საუბრობდნენ ბულინგის მაგალითებზე, გამოთქვავდნენ მოსაზრებებს პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და მისი გადაჭრის გზებზე. ბულინგისა და ძალადობის შესახებ ინფორმირებულობა, შემთხვევების განხილვები და დროული პრევენციები კი შედეგს გამოიღებს და ხელს შეუწყობს ტოლერანტული გარემოს შექმნასა და ტოლერანტურლი კულტურის დამკვიდრებას.
მოსწავლეები ასრულებენ
დავალებას, პოსტერების კონკურსისათვის რომლის
თემაა- ,, არა ბულინგს“
ნინი მაისაშვილი
მარიამ გამყრელიძე
ირაკლი მაისაშვილი
მეცხრე კლასის მოსწავლეები: ნინი მაისაშვილი, მარიამ გამყრელიძე და ირაკლი მაისაშვილი დიდი ინტერესით და
მონდომებით ჩაებნენ სამუშაოს შესრულებაში. მათი ნამუშევრები შინაარსობრივადაც და შემოქმედებითადაც
საინტერესო და კარგი იყო. სამივე მოსწავლის
ნამუშევრები დადებითად შეაფასდა და გაიგზავნა კონკურსში წარსადგენად.
No comments:
Post a Comment