სოციალური პროექტი ,, გადავარჩინოთ ნაძვი’’
XXI საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად და გამოწვევად კვლავ რჩება ეკოლოგიური პრობლემები,რასაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ტყის გაჩეხვა და დაბინძურებული გარემო. დაბალია პასუხისმგებლობის განცდა და მოქალაქეობრივი ცნობიერება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ყოველ ახალ წელს მრავალი ნაძვი იჩეხება, არადა შეიძლება ჩვენი ფანტაზიის წყალობით და მარჯვე ხელებით შევქმნათ ალტერნატიული ნაძვეს ხეები და ამით გადავარჩინოთ ნაძვი მოჭრას, საკუთარი ხელით შექმნილი კი უფრო მეტ სიანოვნებას მოგანიჭებთ. მოსწავლეები მოუწოდებენ სხვებსაც დაიცვან გარემო, ეკოლოგიური პრობლემების წინაშე მდგომნნი, რამოდენიმე ნაძვის გადარჩენაც კი მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკოლოგიურ საფრთხეებს.
პროექტის მთავარი მიზანია, მსოფლიოს ბავშვთა
ჩართვა გარემოს დაცვისთვის საჭრო
პრევენციულ სამუშაოებში; მათ განუვითარდეთ
გარემოზე დაკვირვებისა და მისი გაფრთხილებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები;
გამოუმუშავდესთ კვლევითი, ანალიტიკური,შემოქმედებითი, საკომუნიკაციო და
თანამშრომლობითი უნარ- ჩვევები; შეისწავლონ სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში
მუშაობა და განიმტკიცონ ისტ-ის უნარები. პროექტის მიზანია, შეიქმნან სლაიდები
სადაც განთავსდება მათ მიერ შექმნილ ალტერნატიული ნაძვის ხეების დამზადება
და
მოპოვებული ინფორმაცია.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები უკეთესად
გააცნობიერებენ მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხეებს, რასაც იწვევს ტყის გაჩეხვა და დაბინძურებული გარემო. მოსწავლეებს
აუმაღლდებათ საკუთარი მოქალაქეობრივი ცნობიერება,
განუვითარდებათ თანამშრომლობის, კომუნიკაციის,
ორგანიზაციის, პროდუქტის შექმნის, ცოდნის ტრანსფერის, პასუხისმგებლობის, თვითშეფასების
და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. ისინი აქტიურად
მოუწოდებენ სხვებსაც
გარემოს დაცვის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში.
საკუთარი
ხელით დაამზადებენ ალტერნატიულ ნაძვის ხეებს. ასეთი ნაძვის ხეების დამზადებით პოლიეთილენის
ბოთლებით აღარ დაბინძურდება გარემო და პარალელურად ნაძვის ხეს გადავარჩენთ მოჭრისაგან.
მოსწავლეები პროექტის ბოლოს დარგავენ სკოლის ეზოში ნაძვის ხეს. სისტემატიურად იზრუნებენ
მის მოვლასა და გახარებაზე.
სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის
ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ეს პრობლემის გადაჭრისა და
ინიციატივის განხორციელების ერთ–ერთ წინაპირობად მიმაჩნია. დღეს
დედამიწა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას. ეს გლობალური პრობლემაა და
საჭიროა მთელი მსოფლიო გაერთიანდეს მოსა-ლოდნელი კატასტროფის თავიდან
ასაცილებლად. სკოლას, ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მასწავლებელმა
მოსწავლეებს უნდა განუვითაროს გარემოზე ზრუნვის უნარ-ჩვევები და ყველამ თავის წვლილი უნდა შეიტანოს ეკოლოგიური საფრთხის თა-ვიდან ასაცილებლად.
მოსწავლეთა ნამუშევრები
პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნაძვის ხე. იზრუნებენ მის მოვლასა და გახარებაზე.
No comments:
Post a Comment