Sunday, August 7, 2011

ნიკალას ნაკვალევზე

პროექტის სახელწოდება: „ ნიკალას ნაკვალევზე“
პროექტის მთავარი იდეა:  ფიროსმანის ცხოვრების შესწავლა:  სად და როდის ცხოვრობდა ნიკალა, როგორ და რა პირობებში ცხოვრობდა, რატომ აღიარეს იგი სიკვდილის შემდეგ და არა სიცოცხლეში. გაცნობა ფიროსმანის ნახატების. მოგზაურობა ნიკალას სამშობლოში.  ღონისძიების მოწყობა – მხატვრული კითხვა, ლექსი, სიმღერა.  სცენის გაფორმება, მოწყობა. აფიშის გაფორმება.
პროექტის აქტუალობა:  გააფორმებენ აფიშას ფიროსმანის ღონისძიებისთვის. ისწავლიან სცენის დეკორატორიულად გაფორმებას. ჩაატარებენ ღონისძიებას, რომლის  საშუალებით სხვა მოსწავლეები და დამსწრე საზოგადოება იმფორმაციას მიიღებენ  ცხოვრების შესახებ. ისწავლიან მხატვრულ კითხვას. ლექსის წაკითხვას. ფიროსმანზე ინფორმაციას მოიძიებენ ინტერნეტში, ენციკლობედიაში. მუსიკალურად გააფორმებენ  ღონისძიებას შესაფერის მუსიკით. გაუჩნდებათ სურვილი იმოგზაურონ ფიროსმანის სამშობლოში და მოინახულონ „სახლმუზეუმი“.
პროექტის მიზნები: ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ფიროსმანის განვლილი ცხოვრება და სცნობდეს და უყვარდეს მისი უნიკალურ ნამუშევრებს.
მონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 – 4 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტში მონაწილე მოსწავლეები გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარჩვევებს. შეისწავლიან კიდევ ერთი გამოჩენილი ადამიანის მოღვაწეობის შესახებ. გაიღრმავებენ მხატვრულ კითხვის უნარჩვევებს.  იმოგზაურებენ საქართველოს კეთხეებში.  სცენას  დეკორატირიულად გაფორმებენ. გემოვნებიან მუსიკას შეარჩევენ.
პროექტისაღვის საჭირო ძირითადი რესურსები: პლაკატები, აკვარელი, ფუნჯები, დიდი მუყაოს ქაღალდი, მასალა ფიროსმანის ცხოვრების შესახებ, სიმფონიური მუსიკა, დისკზე ჩაწერილი სიმღერა თ.წიკლაურის შესრულებით.
პროექტის მსვლელობა: აფიშის გამზადება. სცენის მოწყობა. ღონისძიების მსვლელობა ( მხატვრული კითხვა, ლექსი, სიმღერა, ფონად სიმფონიური მელოდიები, სიმღერა თ.წიკლაურის შესრულებით დისკზე). დაგეგმვა მოგზაურობა კახეთში.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება (აფიშა, მოხატვა სცენის, მოგზაურობა), ქართული (მხატვრული კითხვა), მუსიკა.
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): ინგა მელაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: igogoberishvili21@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ ბლოგი:  igogoberishvili@blogspot.com


No comments:

Post a Comment