პროექტის მთავარი იდეა (თემა) : ვაშლი როგორც ჯანსაღი პროდუქტი. მოსწავლეები გამოიკვლევენ ვაშლის წარმოშობის ისტორიას. განახორციელებენ პატრიარქის კურთხევას და დარგავენ ხეს.ისწავლიან მყნობას. შეადგენენ ვაშლისგან მომზადებელ რეცეპტებს. მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები პრქტიკულად განახორციელებენ ხის დარგვის პროცედურებს. ისწავლიან მყნობას. ვაშლისგან დაამზადებენ პროდუქტებს (წვენი, პავიდლო ჯემი,ღვეზელი, ჩირი, მურაბა). შეისწავლიან საქართველოს რომელ კუთხეში რომელი ჯიშებია გავრცელებული. ინფორმირებული იქნებიან ვაშლის წამოშობის შესახებ. დააკვირდებიან ვაშლის ყვავილობას და ნაყოფის ზრდას. ისწავლიან ზამთარში როგორ უნდა შეინახონ ვშლი. ნატურიდან დახატავენ ვაშლს გამომსახველობითი ხერხებით. ისწავლიან როგორ უნდა დავიცვათ ვაშლი მავნე მწერებისგან. მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან დიასახლისობაში, შეფასდება არა მხოლოდ ნამზადი, არამედ მზადების პროცეს და სისწრაფე, შეფასდება ვაშლის მყნობის პროცესი. აგრეთვე დამყნობილი ვაშლი თუ როგორ გახარების. შეადგენენ ვაშლისგან დამზადებულ პროდუქტების რეცეპტების წიგნს და განათავსებენ საიტზე თოტომასალით.
მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი
მოსალოდნეკი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები აწარმოებენ კვლევას, ისწავლიან გარემოზე ზრუნვას, ხის დარგვას, მყნობის ტექნოლოგიას, როგორი კვირტი უნდა აირჩოონ დასამყნობად, ისწავლიან რომელ კუთხეშია უკეთეს ჰავაა ვაშლის გასახარებლად, შექმნიან რეცეპტებს, დაამზადებენ ვაშლისგან სხვადასხვა პროდუქტს, გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობას, გააკეთებენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას. მათ შექმნილ რეცეპტებს და მყნობის ტექნოლოგიას გაუკეთებენ ელექტრონულ ვერსიას რომელსაც გამოიყენებენ სხვა მოსწავლეებიც.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი,რვეული, კალამი, ფანქრები,სახატავი ფურცლები, სასხლავი მაგრატელი, ვაშლის მწარე ძირი, სანთელი ან საძერწი, ლენტი, დანა, ბარი, ვაშლი, თასი, ბოთლი, ხილის საწური, ძაბრი, წამზომი.
პროქტის მსვლელობა (ძირითადი ატივობები): სკოლის ეზოში ამოჭრიან საჭირო სიდიდის ორმოს, ჩარგავენ ვაშლის მწარე ძრს, წინასწარ მოიტანენ შერჩეულ კვირტებს ( სხვადასხვა ჯიშებს), ჩაატარებენ მყნობის პროცედურებს, მორწყავენ საჭიროებისამებრ.მოეწყობა შეჯიბრი ,გაიყოფა კლასი ორ ჯგუფად,ვინ უფრო სწრაფად გამოხდის ვაშლიდან წვენს,ვინ უფრო სწრაფად დაჭრის ვაშლს ტოლ ნაწილებად,შეფასება მოხდება ჟიურის მიერ. რეცეპტის მიხედვით სახლში დაამზადებენ მურაბას, ჯემს, პავიდლოს, ღვეზელს. მოსწავლეები თავიანთ ნამზადს შეუფასებენ ერთმანეთს. ნატურიდან დახატავენ ვაშლს. მოაწყობენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას და შეაფასებენ ერთმანეთს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთამ/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტში მონაწილე ბავშვები გაიუმჯობესებენ უნარებს სხვადასხვა საგნებში– ხელოვნება (გამომსახველობით ხერხები), ბიოლოგია (ხის დარგვა, მყნობა), მათემატიკა ( ვაშლის დაჭრა ტოლ ნაწილებათ), გეოგრაფია ( ჰავის განსაზღვრა), საინფორმაციო ტექნოლოგიები (ინტერნეტში ვაშლზე მოპოვებული მასალა, გაშენება, მოვლა, მყნობა, შენახვა ზამთარში, ვაშლით დამზადებული პროდუქტები, ფოტომასალა, პრეზენტაციის ატვირთვა).
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი) :ინგა მელაშვილი
No comments:
Post a Comment