Monday, August 8, 2011
Sunday, August 7, 2011
ცისარტყელა
პროექტის მთავარი თემა: პროექტში მონაწილე ბავშვები გამოიკვლევენ როგორ და როდის ჩნდება ცისარტყელა, ჩამოთვლიან ცისარტყელას ფერებს, ცივ და თბილ ფერებს, ძირითად და შედგენილ ფერებს. გაითამაშებენ ინსცენირებას ცისარტყელას ფერები. გააფორმებენ სცენას ღონისძიებისთვის.დაამზადებენ აპლიკაციას.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ისწავლიან როგორ მოიპოვონ ინფორმაცია ინტერნეტით. გამოიკვლევენ როგორ ჩნდება ცისარტყელა, განამტკიცებენ აპლიკაციის დამზადების უნარჩვევებს, მოაწყობენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას, გაითამაშებენ ინსცენირებას და გააფორმებენ მუსიკალურად.
მოსწავლეთა ასაკი: 7–8 წელი.
მოსალოდნელი შედეგი / პროცედურები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ფერთა შესახებ,
აპლიკაციის დამზადებით გაიწაფებიან ფანტაზიასა და ხელოვნებაში, გაალამაზებენ საკლასო ოთახს, გაიღრმავებენ ფერთა შედგენის უნარჩვევებს, ინსცენირებას გაითამაშებენ და ამით შეისწავლიან სცენაზე დგომის კულტურას, გააფორმებენ სცენას და დახვეწავენ გემოვნებას.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, სახელმზღვანელო, ყველა ფერის ნაჭრები,ფერადი ნაჭრები, ნევსი, კალამი, ფერების მოხედვით კაბები და პერანგები, ფერადი ქაღალდები, წებო, მაგრატელი, ფანქარი, კალამი, ფურცლები.
პროექტის მსვლელობა: მოიპოვებენ იმფორმაციას ცისარტყელას შესახებ და წარუდგენენ კლასს, ინუშავებენ აპლიკაციაზე ჯგუფებში, ჯგუფის ლიდერი წარუდგენს აუდიტორიას ჯგუფის ნამუშევარს. სცნას გააფორმებენ ღონისძიებისათვის, მთელი კლასი გაითამაშებს ინსცენირებას ფერების სამყარო.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მონაწილე მოსწავლეები გაიუმჯობესებენ წინარე ცოდნას ბუნებაში (როგორ ჩნდება ცისარტყელა), მუსიკა, ხელოვნება, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების განმტკიცება. შეფასება მოხდება შეფასების რუბრიკის მიხედვით.
ხელნძღვანელის ელ.ფოსტა: igogoberishvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგო: igogoberishvili@blogspot,com
ნიკალას ნაკვალევზე
პროექტის სახელწოდება: „ ნიკალას ნაკვალევზე“
პროექტის მთავარი იდეა: ფიროსმანის ცხოვრების შესწავლა: სად და როდის ცხოვრობდა ნიკალა, როგორ და რა პირობებში ცხოვრობდა, რატომ აღიარეს იგი სიკვდილის შემდეგ და არა სიცოცხლეში. გაცნობა ფიროსმანის ნახატების. მოგზაურობა ნიკალას სამშობლოში. ღონისძიების მოწყობა – მხატვრული კითხვა, ლექსი, სიმღერა. სცენის გაფორმება, მოწყობა. აფიშის გაფორმება.
პროექტის აქტუალობა: გააფორმებენ აფიშას ფიროსმანის ღონისძიებისთვის. ისწავლიან სცენის დეკორატორიულად გაფორმებას. ჩაატარებენ ღონისძიებას, რომლის საშუალებით სხვა მოსწავლეები და დამსწრე საზოგადოება იმფორმაციას მიიღებენ ცხოვრების შესახებ. ისწავლიან მხატვრულ კითხვას. ლექსის წაკითხვას. ფიროსმანზე ინფორმაციას მოიძიებენ ინტერნეტში, ენციკლობედიაში. მუსიკალურად გააფორმებენ ღონისძიებას შესაფერის მუსიკით. გაუჩნდებათ სურვილი იმოგზაურონ ფიროსმანის სამშობლოში და მოინახულონ „სახლმუზეუმი“.
პროექტის მიზნები: ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ფიროსმანის განვლილი ცხოვრება და სცნობდეს და უყვარდეს მისი უნიკალურ ნამუშევრებს.
მონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 – 4 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტში მონაწილე მოსწავლეები გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარჩვევებს. შეისწავლიან კიდევ ერთი გამოჩენილი ადამიანის მოღვაწეობის შესახებ. გაიღრმავებენ მხატვრულ კითხვის უნარჩვევებს. იმოგზაურებენ საქართველოს კეთხეებში. სცენას დეკორატირიულად გაფორმებენ. გემოვნებიან მუსიკას შეარჩევენ.
პროექტისაღვის საჭირო ძირითადი რესურსები: პლაკატები, აკვარელი, ფუნჯები, დიდი მუყაოს ქაღალდი, მასალა ფიროსმანის ცხოვრების შესახებ, სიმფონიური მუსიკა, დისკზე ჩაწერილი სიმღერა თ.წიკლაურის შესრულებით.
პროექტის მსვლელობა: აფიშის გამზადება. სცენის მოწყობა. ღონისძიების მსვლელობა ( მხატვრული კითხვა, ლექსი, სიმღერა, ფონად სიმფონიური მელოდიები, სიმღერა თ.წიკლაურის შესრულებით დისკზე). დაგეგმვა მოგზაურობა კახეთში.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება (აფიშა, მოხატვა სცენის, მოგზაურობა), ქართული (მხატვრული კითხვა), მუსიკა.
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი): ინგა მელაშვილი
პროექტის ვებ–გვერდი/ ბლოგი: igogoberishvili@blogspot.com
Saturday, August 6, 2011
ვ ა შ ლ ი
პროექტის მთავარი იდეა (თემა) : ვაშლი როგორც ჯანსაღი პროდუქტი. მოსწავლეები გამოიკვლევენ ვაშლის წარმოშობის ისტორიას. განახორციელებენ პატრიარქის კურთხევას და დარგავენ ხეს.ისწავლიან მყნობას. შეადგენენ ვაშლისგან მომზადებელ რეცეპტებს. მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები პრქტიკულად განახორციელებენ ხის დარგვის პროცედურებს. ისწავლიან მყნობას. ვაშლისგან დაამზადებენ პროდუქტებს (წვენი, პავიდლო ჯემი,ღვეზელი, ჩირი, მურაბა). შეისწავლიან საქართველოს რომელ კუთხეში რომელი ჯიშებია გავრცელებული. ინფორმირებული იქნებიან ვაშლის წამოშობის შესახებ. დააკვირდებიან ვაშლის ყვავილობას და ნაყოფის ზრდას. ისწავლიან ზამთარში როგორ უნდა შეინახონ ვშლი. ნატურიდან დახატავენ ვაშლს გამომსახველობითი ხერხებით. ისწავლიან როგორ უნდა დავიცვათ ვაშლი მავნე მწერებისგან. მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან დიასახლისობაში, შეფასდება არა მხოლოდ ნამზადი, არამედ მზადების პროცეს და სისწრაფე, შეფასდება ვაშლის მყნობის პროცესი. აგრეთვე დამყნობილი ვაშლი თუ როგორ გახარების. შეადგენენ ვაშლისგან დამზადებულ პროდუქტების რეცეპტების წიგნს და განათავსებენ საიტზე თოტომასალით.
მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი
მოსალოდნეკი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები აწარმოებენ კვლევას, ისწავლიან გარემოზე ზრუნვას, ხის დარგვას, მყნობის ტექნოლოგიას, როგორი კვირტი უნდა აირჩოონ დასამყნობად, ისწავლიან რომელ კუთხეშია უკეთეს ჰავაა ვაშლის გასახარებლად, შექმნიან რეცეპტებს, დაამზადებენ ვაშლისგან სხვადასხვა პროდუქტს, გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობას, გააკეთებენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას. მათ შექმნილ რეცეპტებს და მყნობის ტექნოლოგიას გაუკეთებენ ელექტრონულ ვერსიას რომელსაც გამოიყენებენ სხვა მოსწავლეებიც.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი,რვეული, კალამი, ფანქრები,სახატავი ფურცლები, სასხლავი მაგრატელი, ვაშლის მწარე ძირი, სანთელი ან საძერწი, ლენტი, დანა, ბარი, ვაშლი, თასი, ბოთლი, ხილის საწური, ძაბრი, წამზომი.
პროქტის მსვლელობა (ძირითადი ატივობები): სკოლის ეზოში ამოჭრიან საჭირო სიდიდის ორმოს, ჩარგავენ ვაშლის მწარე ძრს, წინასწარ მოიტანენ შერჩეულ კვირტებს ( სხვადასხვა ჯიშებს), ჩაატარებენ მყნობის პროცედურებს, მორწყავენ საჭიროებისამებრ.მოეწყობა შეჯიბრი ,გაიყოფა კლასი ორ ჯგუფად,ვინ უფრო სწრაფად გამოხდის ვაშლიდან წვენს,ვინ უფრო სწრაფად დაჭრის ვაშლს ტოლ ნაწილებად,შეფასება მოხდება ჟიურის მიერ. რეცეპტის მიხედვით სახლში დაამზადებენ მურაბას, ჯემს, პავიდლოს, ღვეზელს. მოსწავლეები თავიანთ ნამზადს შეუფასებენ ერთმანეთს. ნატურიდან დახატავენ ვაშლს. მოაწყობენ თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციას და შეაფასებენ ერთმანეთს.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთამ/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტში მონაწილე ბავშვები გაიუმჯობესებენ უნარებს სხვადასხვა საგნებში– ხელოვნება (გამომსახველობით ხერხები), ბიოლოგია (ხის დარგვა, მყნობა), მათემატიკა ( ვაშლის დაჭრა ტოლ ნაწილებათ), გეოგრაფია ( ჰავის განსაზღვრა), საინფორმაციო ტექნოლოგიები (ინტერნეტში ვაშლზე მოპოვებული მასალა, გაშენება, მოვლა, მყნობა, შენახვა ზამთარში, ვაშლით დამზადებული პროდუქტები, ფოტომასალა, პრეზენტაციის ატვირთვა).
პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი) :ინგა მელაშვილი
Subscribe to:
Posts (Atom)