Wednesday, October 21, 2015

პლანეტა სიგარეტის კვამლის გარეშე

                
            
                                             ,, პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე“                                                       
                                                                                                                                        
 მთავარი იდეა:
  • ·         ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულიზაცია.
  • ·         თამბაქოს მავნებლობის შესახებ ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი,შეფასება,კვლევა,დასკვნა    და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
  • ·         თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარების გამოვლინების განვითარება.

  აქტუალობა:
·         მოზარდი თაობა აღიზარდოს ჯანსაღ გარემოში და ისწავლონ სწორად ცხოვრების წესი. გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას.
·          დაიცვან გარემო დაბიძურებისაგან.
·          ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. 

  სიგარეტის მავნებლობა :

·         ფაქტია, რომ სიგარეტის ერთი ღერი შეიცავს ნიკოტინის, კუპრის და მხუთავი აირის გარდა 4300 ნივთიერებას, მათ შორის რადიაქტიულ ელემენტებს და კანცეროგენებს. მოწევის შედეგად ისინი უკლებლივ ყველა ხვდება ორგანიზმშ და თითოეული მოწეული ღერი იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. ინტოქსიკაცია კი ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობაა და არა მავნე ჩვევა.
·         თამბაქოს მოხმარება იწვევს ნელ სიკვდილს, ფილტვების კიბოს, გულ-სისხლზარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებებს, იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ფეხმიმე ქალებში მოქმედებს ნაყოფზე, ბავშვები იბადებიან სიმახინჯეებით , დაუნის სინდრომით და სხვ.
·         ფაქტია,რომ თამბაქოს მოხმარების შედეგად ვითარდება ნიკოტინზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, ყალიბდება თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ქცევითი და ფსიქიკური აშლილობა. ფსიქიკური აშლილობა არის დაავადება და არა მავნე ჩვევა.



 კვლევა:
როგორც ცნობილია, მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი  მწეველია და მათი 80% განუვითარებელ და განვითარებად ქვეყნებზე მოდის. საქართველო ,,აქაც საპატიო ადგილზე დგას” – ქვეყნის მოსახლეობის მესამედი აქტიური მწეველია და შესაბამისად, არა მხოლოდ საკუთარ, გარშემო მყოფთა ჯანმრთელობასაც საფრთხის ქვეშ აყენებს. ამ მხრივ მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა მოზარდებშიმათი 43% თამბაქოს მომხმარებელია.

გასული საუკუნის  90-იან წლებში თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის ,,British American Tobacco” წინააღმდეგ გაიმართა სასამართლო პროცესი.  ამ პროცესის შედეგად  აშშ-ის თამბაქოს ყველა კომპანია დადანაშაულებულ ქნა საზოგადოების მანიპულირებასა და უპრეცენდენტო მასშტაბით მოტყუების მცდელობაში. სასამართლომ მათ დააკისრა  იმ პერიოდისთვის კოლოსალური ჯარიმა-249 მლრდ. დოლარის გადახდა.
   ნიკოტინი თავისი თვისებების გამო უახლოეს წარსულში გამოიყენებოდა როგორც ინსექტიციდიმწერების გამანდგურებელი საყოფაცხოვრებო საშუალება. მწეველი მას მოიხმარს ,,სიამოვნებისთვისდა სტრესთან გასამკლავებლად


შემოქმედებითი მხარე:
·         ბუტაფორიის დამზადება.



გამოფენა სკოლაში:
     სკოლაში მოეწყო გამოფენა ,, უთხარი თამბაქოს არა’’. ამ გამოფენაში მონაწილეობდნენ V- IX  კლასის მოსწავლეები. აქედან ორი მათგანი  ბექა იაშვილი და გურამი გოგობერიშვილი არის პრიზიორი ქ. თბილისში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართული გამოფენისა.
                                         ,, უთხარი თამბაქოს არა!“


 აქცია სოფელში
·         დამზადდა პლაკატები  და გამოეკრა სოფელში ხალხმრავალ ადგილას.












                                

   გარემოს დაბინძურება:
·        მწეველთა უმრავლესობა არ იცავს გარემოს დაცვის  წესებს, ალბათ ყველას შეგინიშნავთ გზებში დაყრილი სიგარეტის ნამწვავები და ყუთები, რომელიც ნებისმიერ ადგილას შეიძლება ნახოთ;

                     არასწორად დაყრილი ნამწვავები ხშირად ხანძარსაც იწვევს


ოჯახის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა:
·       გავაკეთოთ კალკულაცია- მაგალითისათვის ვთქვათ, რომ         1  ყუთი სიგარეტი საშუალოდ 2 ლარი ღირს ე.ი. ვინც დღეში 1 ყუთს ეწევა თვეში დახარჯავს 60 ლარს. დაფიქრდით ....ყოველ თვეში ამ თანხით რას შეიძენდით?

გადადგი სასიკეთო ნაბიჯი და სიგარეტის თავის დასანებებლად დარეკეთ                                                                 ტელეფონზე     11 60 01

დასკვნა:
·     მოწევა მავნებელია თქვენი  და თქვენს ირგვლივ მყოფთა ჯანმრთელობისათვის!
·     საფრთხეს უქმნი მომავალ თაობას!
·     აბინძურებ და საფრთხეს უქმნი გარემოს!
·     აზარალებ ოჯახის ბიუჯეტს!

                     დავამკვიდროთ ჯანსაღი ცხოვრების წესი:  დავკავდეთ სპორტით!

                                  სსიპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო
                                        სკოლის VIII კლასის მოსწავლე ფეფო მაისაშვილი